უძილობას ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა ყველაზე ხშირია - დღის განრიგი და ცხოვრების წესი. ექიმების შეფასებით, შესაძლოა ძილის რეჟიმის დარღვევა, რომელიმე დაავადების სიმპტომიც იყოს. იმავდროულად, ისინი ასახელებენ 7 ჩვევას, რომელიც ადამიანებს დაძინებაში ხელს უშლის.
1. საღამოს გვიან ვარჯიშობთ
ექიმები გვირჩევენ, რომ ფიზიკური აქტივობა ძილამდე 4 საათით ადრე შეწყვიტოთ. თუმცა ვარჯიშზე საერთოდ უარის თქმა არ ღირს, რადგან ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ასაკოვან ადამიანებს ექიმები ურჩევენ, რომ კვირაში 150 წუთი მაინც ივარჯიშონ.
2. სვამთ ალკოჰოლს დღის მეორე ნახევარში
გავრცელებულია მოსაზრება, რომ ალკოჰოლური სასმელები იწვევს ძილიანობას, მაგრამ ეს ასე არ არის. ალკოჰოლი ხელს უშლის ღრმა ძილის ფაზას და იწვევს ღამე რამდენჯერმე გაღვიძებას. ასევე სასურველია უარი თქვათ ყავასა და სიგარეტის მოწევაზე, იმისთვის რომ ტვინის ნივთიერებას, რომელიც ძილის სტიმულირებას იწვევს ხელი არ შეუშალოთ.
3. დღისით ძილი გიყვართ
თუ დღე დაიძინებთ, ღამე ჩაძინება გაგიჭირდებათ. თუ დღის ძილის გარეშე არ შეგიძლიათ, 30 წუთზე მეტს ნუ დაიძინებთ. დღის ძილიდან გამოსვლა რთულია და არსებობს რისკი, რომ ენერგიის ნაცვლად ალკოჰოლური თრობის შეგრძნება გაგიჩნდებათ.
4. საწოლშიც განაგრძობთ ტელეფონის თვალიერებას
დაძინებამდე ერთი საათით ადრე, უარი უნდა თქვათ გაჯეტებზე, რომლებსაც აქვთ მკვეთრი, ლურჯი ფერის გამოსხივება. ლურჯი ფერი ხელს უშლის ორგანიზმს ჰორმონ მელატონინის გამომუშავებაში, რომელიც ადამიანს დაძინებაში ეხმარება.
5. იძინებთ სხვადასხვა დროს
ექიმები გირჩევენ, რომ ძილის რეჟიმი იყოს რეგულარული. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე დროს უნდა დაიძინოთ და გაიღვიძოთ, დასვენების დღეებშიც. თუ სამსახურში დიდხანს რჩებით და გვიან იძინებთ, შესაძლოა უძილობა ამანაც გამოიწვიოს.
6. როცა ვერ იძინებთ საწოლში ტრიალებთ
საწოლში დაწოლის შემდეგ თუ ვერ იძინებთ, სჯობს ადგეთ. აიძულოთ საკუთარ თავს დაძინება - ცუდი ვარიანტია. ამის გარდა უნდა დაკავდეთ რაიმე დამამშვიდებელი საქმით. მაგალითად წაიკითხოთ და ისევ დაწვეთ, მაშინ როცა იგრძნობთ დაღლას და ძილი მოგერევათ.
7. ძილის წინ მსუყედ იკვებებით
არ არის საჭირო ძილის წინ ჭამა, ეს ხელს უშლის ძილს და იწვევს გულძმარვას. მსუბუქი წახემსება შესაძლებელია, თუმცა სითხის მიღება უნდა შეამციროთ იმისთვის რომ ღამე იშვიათად ადგეთ საპირფარეშოში შესასვლელად და კარგად გამოიძინოთ.