მეუფე იაკობი ტვ პირველის პირდაპირ ეთერში სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. ერთ-ერთი საკითხი სასამართლოს ეხება.
"ბიძინა ჩემზე ამბობს, ვინ არისო მეუფეო, არავინ არ არისო. ყველამ იცის ის, რომ ვარ ავტორიტეტული სინოდის წევრი. 9 წელია გავხდი ეპისკოპოსი და გავხდი საფინანსო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე. მე ძლიერი პოზიციები მაქვს ეკლესიაში. ყველაფერი მაქვს. დღევანდელ ხელისუფლებაზე. ეს ხელისუფლება კანაფის ხელისუფლებაა. იმ ორ სიტყვას არ ვიტყვი. ასე თუ გააგრძელეს ამათმა არჩევნებზე 25% ვერ მიიღებენ. პატრიარქის მკვლელობა ვისაც უნდოდა იმ ხალხს მე ამას ვერ ვაპატიებ. არც მეუფე შიო ვიცი და არც მეუფე თეოდორე. ისინი ჩარეულები არ არიან. აი სხვა მეუფეები, ზოგი ზღვაზე ნებივრობს... ზოგი სხვაგან. იმათ არ ვაპატიებ.
შემდეგ თვეში ჩემი სასამართლოა. თუ ჩემ წინააღმდეგ რამე წავიდა. იცოდეთ, რომ საქართველოს სასამართლო აღარ ეყოლება. იცოდეთ მაგი. ჩინჩალაძეს მურუსიძეს კი, არა ყველას მოვიშორებ მაქედან. მე, რომ მხარი დამეჭირა ძალიან ცუდი რამ მოხდებოდა. მაგრამ არ მინდა ეს. ვინც ჩემს წინააღმდეგ არის. სასამართლოს ვეუბნები. ჩინჩალაძეს ვაფრთხილებ. თუ რამე ჩემზე დაიწყო სასამართლოს აღარ დავტოვებ. პირდაპირ გეუბნებით", - აცხადებს მეუფე.
2018 წელს, ქორეპისკოპოს იაკობს ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სიმბოლურად ერთი ლარის გადახდა დაეკისრა.