“ნაციონალური მოძრაობა” ხომ ჩვენ არ გვიჭერდა, მაგრამ, ჩვენს ახლობლებს იჭერდა იმისათვის, რომ გავლენის ქვეშ ვყოლოდით”,- ამის შესახებ, თავდაცვის ყოფილმა ინისტრმა, თინა ხიდაშელმა “პალიტრანიუსის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
“როდესაც საქართველოს მთავრობის ის მინისტრი, რომლის კომპეტენციის ქვეშ არის მსგავსი პროექტების განხორციელება, მხოლოდ ამ ორი ფრაზით იფარგლება “ვადას გავუხანგრძლივებთ” “კიდევ შანს ივცემთ” ეს ნიშნავს რომ, გულ-ხელი დაკრეფილი აქვს. საერთოდ არ აინტერესებს რა მოხდა ანაკლიის პორტის პროექტში. საზოგადოების რეაქციის გამო, პოლიტიკური ჩამოუყლაიბებლობის გამო. ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა უნდა დააკავოს თუ არა ვინმე, ამ საქმესთან დაკავშირებით. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ მამუკა ხაზარაძეზე. შეიძლება უშუალოდ ვერ დააკავონ.
“ნაციონალური მოძრაობა” ხომ ჩვენ არ გვიჭერდა, მაგრამ, ჩვენს ახლობლებს იჭერდა იმისათვის, რომ გავლენის ქვეშ ვყოლოდით, მათი აზრით. ფსიქოლოგიურად ეს ძალიან მძიმე იყო.”,-ამბობს თინა ხიდაშელი.