სოფელ ატოცის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ახორციელებენ და აცხადებენ, რომ „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია“.
როგორც ერთ-ერთმა მცხოვრებმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სამუშაოების შეწყვეტას არ აპირებენ. რუსეთი ყველასთვის საფრთხეა და მაშინ უნდა წავიდეთ ყველანი საერთოდ საქართველოდან. ასე არ გამოვა“, - აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრები იოსებ ზანაძე.
ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან ქართველი პოლიციელები, მედიის წარმომადგენლები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებიან.