საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის აზრით საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის დღეს გაკეთებული განცხადება არაკორექტული და არამამაკაცურია.
“ნამდვილად არაკორექტული განცხადება იყო. მაია ცქიტიშვილი საკმოდ კომპეტენტური ადამიანია. მანდილოსანია, თუ კაცია ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ლაპარაკია ასეთი დიდი, უშველებელი პროექტების რეალიზაციაზე. აქედან გამომდინარე მამუკა ხაზარაძის არაკორექტულობა გარკვეულ ზღვარს სცილდება. აქცენტებს აკეთებს მის დამოკიდებულებაზე საკითხების მიმართ. თუ საკითხებზე რაიმე საკამათოა, რასაკვირველია, ნებისმიერი ადამიანი არის უფლებამოსილი დააფიქსიროს თავისი პოზიცია, მაგრამ აგდებული ტონი, მით უმეტეს ქალების მიმართ ამ თემის ხაზგასმა, არ არის კორექტული და არც მამაკაცური",- აღნიშნა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ დღეს მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა.