პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდაა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის შეხვედრას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის ვიცე სპიკერი, პოლიტსაბჭოს წევრი ილია ნაკაშიძე, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარტიის აქტივი ესწრებოდნენ.
ხოლო რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საოლქო წარმომადგენლებთან შეხვედრა,შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - არჩილ ჯაფარიძე, ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და აქტივი ესწრებოდნენ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე.
ამით პარტიის თავმჯდომარის შეხვედრები დასავლეთ საქართველოს რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დასრულდა. ბიძინა ივანიშვილი შეხვდა გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა საოლქო ორგანიზაციებს.
მომდევნო კვირიდან შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონულ ორგანიზაციებთან გაგრძელდება.