ქუთაისის მერიაში სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი შეიქმნა. საგანგებო შტაბს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ხელმძღვანელობს. ქუთაისის მერის თქმით, შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
„ჩვენ დღეს ყველა ოჯახში მივალთ და ადგილზე გავერკვევით არსებულ სიტუაციაში“, - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
სტიქიამ ქუთაისში 60-ზე მეტი ოჯახი დააზარალა. რთული ვითარება შეიქმნა მდინარე ოღასკურის მიმდებარე ტერიტორიაზე. უხვი ნალექის გამო, მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.