ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მეგობრის, საქართველოს გვერდში დგომას და ვიზიარებთ ამ დღის მწუხარებას - ასე ეხმიანება შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სოხუმის დაცემის დღეს.
"26 წელი გავიდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღიდან. ჩვენ პატივს მივაგებთ ათობით ათასი დაღუპულის ხსოვნას და ასობით ათას ადამიანს, რომელმაც იძულებით დატოვა სახლ-კარი.
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მეგობრის, საქართველოს გვერდში დგომას და ვიზიარებთ ამ დღის მწუხარებას", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.