Bugatti $9 მილიონად შეფასებულ 10 ავტომობილს გამოუშვებს, - ინფორმაციას CNN ავრცელებს. კომპანიამ უკვე წარადგინა ახალი მოდელი კალიფორნიაში გამართულ ავტოშოუზე. ავტომობილი, რომლის სახელია Bugatti Centodieci, $9 მილიონი ეღირება და ის შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 10 ცალი გაიყიდება.
Centodieci იტალიურად 110-ს ნიშნავს. მისი დიზაინი Bugatti EB110-ის მსგავსად დაბალი და აგრესიული იქნება.
EB110-ის დიზაინი კარლო განდინის შექმნილია, იმავე დიზაინერის, რომელმაც Lamborghini Countach-ზე იზრუნა.
Bugatti ავტომობილებს უმდიდრესი ადამიანებისთვის ქმნის. იყო დრო, როცა კომპანია მხოლოდ ერთ ავტომობილს უშვებდა. მაგალითისთვის, ფრანგულმა ავტომწარმოებელმა Bugatti-მ სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი გამოუშვა. მანქანა €11 მილიონად გაიყიდა.