"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული პირის შეწყალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
"20 ივნისის ამბავზე ადამიანები პოლიციის წინააღმდეგობისთვის დატყვევებული ყავს ამ რეჟიმს და პოლიციელის სასტიკად მკვლელობისთვის გასამართლებულს პრეზიდენტი ზურაბიშვილი იწყალებს. როგორ არ უნდა გაგინოთ დედა ყველას ერთად. უთავმოყვარეო პროკურატურას, სულგაყიდულ სასამართლოს, გახრწნილ პრეზიდენტს და დამნაშავე ივანიშვილის რეჟიმს. მერე გამოვა გახარია და პოლიციელის ღირსებაზე ილაპარაკებს პოლიციის ეს მთავარი სირცხვილი. სულში აფურთხებთ ამით პოლიციელებს" – წერს გიგი უგულავა.