"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აგვისტოს ომიდა 11 წლის თავს ეხმაურება და გნაცხადებას ავრცელებს.
"რუსეთი ოკუპანტია! საქართველოში ომი 2008 წელს დაიწყო რუსეთმა, ის შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე! ჩვენი ბიჭები, რომლებიც ამ ომში იბრძოდნენ, არიან გმირები! ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება!"- წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
იგი 2008 წელს მიხეილ სააკაშვილსი ქმედებებზეც საუბრობს და ამბობს, რომ სააკაშვილი განზრახ წამოეგო პროვოკაციაზე.
"სააკაშვილის ხელისუფლება (განზრახ თუ გაუფრთხილებლობით, უფრო განზრახ) წამოეგო რუსულ პროვოკაციას და შედეგად დაიკარგა ტერიტორიები, დაგვეღუპა ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე და რამდენიმე ათასი იქცა დევნილად. რუსეთ-საქართველოს ომამდე სააკაშვილმა კოდორის ხეობას დაარქვა ზემო აფხაზეთი , ხოლო 2010 წლის 10 მაისის ბრძანებულებით სამაჩაბლოს ტერიტორიაზე შექმნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელსაც ამავე ბრძანებულებაში უწოდა ,,ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი"". სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები 8 აგვისტომდე ომის დაწყებას სეპარატისტულ რეჟიმს აბრალებდნენ და რუსეთს ხელს აფარებდნენ.ნაცვლად იმისა, რომ რუსული სამხედრო აგრესიის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე გადასულიყო, მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით საქართველო ჩაერთო რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში.
ნაცების ნებისმიერი აქტივობა რუსულ თემასთან დაკავშირებით მთავრდება ისეთი შედეგით, რომელიც აწყობს მხოლოდ რუსეთს, აზიანებს საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს, აღრმავებს ოკუპაციის პრობლემას. ასეთი აქტივობები კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც საქართველოში არ შედგა ,,გავრილოვის რევოლუცია"".
არ ყოფილა 2003-2012 წლებში ოპოზიციური აქტივობა, რომელსაც ნაცებმა არ მიაკერეს რუსული იარლიყი.რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ნაცების მიერ მხილებული პოლიტიკოსები დღეს მათ მხარდამხარ იბრძვიან და ცდილობენ ეს იარლიყი ,,ქართულ ოცნებას"" მიაკერონ. ევროპარლამენტმა რეზოლუცია ოკუპაციის შესახებ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით პირველად 2018 წელს მიიღო.
როგორც ჩანს, 2008 წლის ომის შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია ნაცების შიდა საუბრების შესახებ, რომ მათ ამოისუნთქეს ამ ომით, არის მართალი, - შოთა უტიაშვილი და გიგა ბოკერია დღესაც იგივე ფრაზას იმეორებენ."- წერს მდინარაძე.