დამთვალიერებელთა ნაკადის ზრდის გამო ლუვრში შეზღუდვები დაწესდა. მუზეუმში მოხვედრა მხოლოდ წინასწარ, ელექტრონულად დაჯავშნის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
ადგილობრივი მედია ახალი რეგულაციის მიზეზად მუზეუმში მიმდინარე სამუშაოსაც ასახელებს, რის გამოც მთავარ ექსპონატს, ლეონარდო დავინჩის „მონა ლიზას“ დროებით ადგილი შეუცვალეს. ის ლუვრის რიშელიეს ფრთაში დაკიდეს.