ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე შეზღუდვა მოიხსნა. სამაშველო ოპერაცია 30 ივლისს, 06:00 საათზე განახლდება. ამ დრომდე 18 წლის ლევან შაბალაიძეს ვერ პოულობენ. ღამის საათებში სამაშველო ეკიპაჟები და პოლიცია მდინარე სტორში მონიტორინგს ისევ განახორციელებენ.
რამდენიმე საათის წინ, მაშველებმა სპეციალური ტექნიკის საშუალებით, თუშეთში, ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი ამოიტანეს.
შედეგად, მყვინთავებს მიეცათ საშუალება შეემოწმებინათ მანქანის ქვეშ არსებული წყლისქვეშა სივრცე, თუმცა სამწუხაროდ, ახალგაზრდა ვერ იპოვეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. ამ დროისთვის მაშველებმა შეძლეს 6 ადამიანის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოყვანა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.