იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, გენერალურ პროკურორთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. როგორც შალვა თადუმაძემ გასაუბრების დროს განაცხადა, საკმაო პროფესიული და მენეჯერული გამოცდილება აქვს, რაც აძლევს იმის საფუძველს, რომ პრეტენზია გამოეთქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურაზე.
საბჭო დღეს გაესაუბრება კიდევ ორ კანდიდატს. 14:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს, 17:00 საათზე კი არამოსამართლე კანდიდატს გიორგი თევდორაშვილს გაესაუბრება. იუსტიციის უმაღლეს საბეოში უზენაესი სახამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 17 ივლისს დაიწყო.გაუსაუბრების უკვე გაიარა 12-მა კანდიდატმა. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.