პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებაზე დასმული შეკითხვის პასუხად აღნიშნა, რომ ბოლო დროს ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
"ამასწინათ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე და ჩემი კოლეგები შავ ფულს ვიღებთ ბიძინა ივანიშვილისგან, რაც არ არის სიმართლე და წარმოადგენს სიბინძურეს. ასე წყაროზე დაყრდნობით მეც შემიძლია, ვთქვა, რომ "რუსთავი 2"-ის გუნდის ნაწილი ღამ-ღამობით სატანისტურ შეკრებას ატარებს და შავი კატის წინაშე იფიცებიან, რომ არ უღალატებენ ერთმანეთს და იქნებიან ამ ბრძოლაში," - განაცხადა ვოლსკიმ.