თბილისის მერია თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"სამუშაოები კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას და მოაჯირების შეცვლას ითვალისწინებს. სამუშაოების წარმოების პერიოდში, 200 დღის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლა სრულად შეიზღუდება როგორც პანდუსზე, ასევე პანდუსის მიმდებარედ სანაპიროს მარჯვენა განაპირა ზოლზე", - განაცხადა კალაძემ.
პანდუსის რეაბილიტაცია 2020 წლის იანვარში უნდა დასრულდეს. პროექტზე ხელშეკრულების მიხედვით 1 836 543 ლარი დაიხარჯება და სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია "კონსტრაქშენ სერვისი" აწარმოებს.