გიორგი გაბუნიას მონოლოგს, რომლითაც მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აგინა "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია იწონებს.
"რაც გიორგი გაბუნიამ ქნა იმას ტრაკი სჭირდება. დღეიდან პუტინის პირადი მტერია და ძალიან დასაფასებელია ასეთი გამბედაობა ადამიანისგან.
ამიტომაა მეორეხარისხოვანი სხვა ყველაფერი. საკრიტიკებლის მეტს რას ნახავ, მაგრამ ასეთი გამბედაობა თუ სჭირდება რამის გაკეთებას მედიაში და აკეთებ, როგორ შეიძლება ეგ არასწორი იყოს.
ძალიან ვუფასებ ამას გიორგი გაბუნიას და რუსთავი 2-ს.!"- წერს იაგო ხვიჩია.
"რუსთავი2"-ის ეთერში გადაცემა P.შ-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ორღობის მეძავი უწოდა. მან მონოლოგი რუსულ ენაზე წაიკითხა.
ტელეკომპანია "რუსთავი-2-ის ოფისთან გიორგი გაბუნიას გამონათქვამების გასაპროტესტებლად აქცია იმართება.
მოგვიანებით, ამავე არხზე ნიკა გვარამიამ განაცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ არხი გაბუნიას განცხადებას ემიჯნება. ასევე, გაბუნიას ნაცვლად, ბოდიში მოიხადა ეკა კვესიტაძემ.
გაბუნიას მონოლოგმა მისი კოლეგების და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გიორგი გაბუნიამ საქართველოსთვის უკადრებელი იკადრა.
მწვავე რეაქცია მოჰყვა პოლიტიკურ წრეებშიც.
"რუსთავი 2"-ის ეთერში გიორგი გაბუნიას მონოლოგთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.
ექსპერტი გია ხუხაშვილის შეფასებით, ამ ენით თუნდაც, მტრის მიმართ საუბარი, კატეგორიულად მიუღებელია.