ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მორიგი აქცია 7 ივლისს, 19:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან განახლდება.
დღეს აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრამდე მსვლელობით მივიდნენ.
"თავისუფლების მარშის" მონაწილეებმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართეს, რომ თანამდებობა დატოვოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ. დემონსტრანტების თქმით, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციებს არ შეწყვეტენ.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები მე-17 დღეა მოითხოვენ, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვეს.