20 ივნისის მოვლენებზე ვიღაც პასუხისმგებელია და ვიღაცამ ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, თუმცა ეს გამოძიების შემდეგ უნდა მოხდეს, - ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, იოჰანეს დაუმამ განაცხადა. მისი თქმით, ის რაც 20 ივნისს მოხდა, ძალიან კომპლექსური საკითხია.
"უნდა იყო გამოძიებული, ეს კოლექტიური პასუხისმგებლობაა თუ ინდივიდუალური, სად იყო მთავრობა, სად იყო მინისტრი, როგორ იქცეოდა თავად იქ ხალხი. ჩვენთან, ნიდერლანდებში ამ შემთხვევაში ჩაატარებდნენ ძალიან ღრმა გამოძიებას, ვინ წამოიწყო ძალადობა და ამ გამოძიების საფუძველზე მთავრობა გადაწყვეტდა, რა პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ მათ და კონკრეტულად მინისტრს. უნდა ვნახოთ, თუ ვინ არის პასუხისმგებელი. უნდა ჩატარდეს გამოძიება, ვიღაც პასუხისმგებელია, ეს პირველი, ხოლო შემდეგ ვიღაცამ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა. თუმცა ეს ყველაფერი გამოძიების შემდეგ, რომელიც შეიძლება ჩატარდეს ერთ საათში, ერთ დღეში თუ რამდენიმე კვირაში, რადგან ეს კომპლექსური საკითხია", - განაცხადა დაუმამ.