საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას მოქალაქესთან დაპირისპირება არ შერჩენია, გიორგი გახარიაც აუცილებლად გადადგება, - ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე კითხვას, რა მოლოდინი აქვს, გადადგება თუ არა შს მინისტრი გიორგი გახარია.
"ეს აუცილებლად მოხდება. არც ერთ ხელისუფლებას საქართველოში, მოქალაქესთან დაპირისპირება არ შერჩენია", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ "თავისუფლების მარშის" მიმდინარეობისას.
მისივე თქმით, "თავისუფლების მარშიც" სწორედ გახარიას გადადგომას ეძღვნება.
"ჩვენს მოთხოვნებში არაფერი ცვლილებები არ არის. იმისათვის, რომ ქვეყანა გადავიდეს პოლიტიკურ დიალოგში, დაწყნარდეს და დავიწყოთ კონსტიტუციურ ფარგლებში მსჯელობა, ამისათვის უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი. ამისთვის არის ეს "მშვიდობის მარში" მოწყობილი", - განაცხადა ვაშაძემ.