საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები დაიტბორა.
პრესცენტრის განმარტებით ამ დროისთვის დაზარალებულთა რაოდენობა უხვი ნალექიდან გამომდინარე ყოველ წუთს იზრდება.
წვიმამ პრობლემები შექმნა ცენტრალურ მაგისტრალზეც. მახინჯაურის ცენტრში საავტომობილო გზა დაიტბორა, რის გამოც გართულებულია ავტომობილით გადაადგილება.
ბათუმში ორი საათია გადაუღებლად წვიმს. უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა ელექტროენერგიის წყაროებსაც. ქალაქის გარკვეულ უბნებს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება.
20-მდე გამოძახება დაფიქსირდა სამაშველო სამსახურში, მათ შორის უმეტესობა სარდაფების დატბორვაზე.