საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია რუსთავი2-ის თამარ ბაღაშვილის ქმედებას იწონებს, როდესაც მან შს მინისტრს გახარიას პირდაპირ ეთერში გადადგომისკენ მოუწოდა და პროტესტის ნიშნად დატოვა ტელეწამყვანებისა და გიორგი გახარიას შეხვედრა.
პირდაპირი ეთერი ახლაც მიმდინარეობს.
„მე ვამაყობ იმით, რომ თამარ ბაღაშვილის თანამემამულე და თანამედროვე ვარ! ყველაზე ცოფიანი ძაღლის ფონზეც კი დაჭრილი და დაკბენილი, ინარჩუნებს სიმშვიდეს და კეთილშობილებას“, - დაწერა სააკაშვილმა Facebook-ზე.
თამარ ბაღაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტია, რომელიც 20 ივნისს აქციის დაშლისას დაშავებულ 32 ჟურნალისტს შორის ერთ-ერთია. ბაღაშვილი „რუსთვი 2“-ს წარმოადგენდა გიორგი გახარიას ტელეწამყვანებთან შეხვედრაზე.