პარლამენტის შენობასთან აქცია დაიწყო. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადების ნაწილი გააცნო.
"ყველაფერი ისე განმეორდა, როგორც აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვართ რომელიღაც პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ მართული ხალხი და ეს ყველაფერი არის პროვოკაციის ნაწილი", - მიმართა დიღმელაშვილმა აქციის მონაწილეებს.
მან ასევე, დიდ ეკრანზე, გარკვეული პერიოდით ჩართო შს მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლა, რომელიც ამ წუთებში თოქშოუების წამყვანებს ინტერვიუს აძლევს.
შეგახსენებთ, რომ ეს აქციის მერვე დღეა. აქტივისტები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.