ნიკა მელია თავისუფალია - სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რომლის ტანახმადაც მელიამ გირაოს სახით 20 დღის ვადაში 30 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს.
პროკურატურამ სასამართლომდე პარლამენტს მიმართა, რათა მელიასთვის იმუნიტეტი შეეჩერებინათ. ხმაურიანი საკომიტეტო მოსმენა გუშინ თითქმის 6 საათს გაგრძელდა, რასაც პლენარული სხდომა მოჰყვა.
ნიკა მელიამ სესიაზე უმრავლესობის დეპუტატებს ემოციური სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა, რომ ის ბევრად უფრო თავისუფალია ახლა, დაჭერის საფრთხის წინაშე, ვიდრე უმრავლესობის ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც მის იმუნიტეტის შეჩერებას ხმას აძლევდა.
პროკურატურამ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელიას თბილისში 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზაციაში, ასევე ამ პროცესების ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში ბრალი წაუყენა.
26 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობის 91 დეპუტატმა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.