ხმა მივეცი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას, თუმცა არ აისახა - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. კენჭისყრის ანგარიშის მიხედვით, ის ერთ-ერთი იყო მმართველი გუნდის სამი დეპუტატიდან, რომელთაც ოპოზიციის წევრისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს.
თუმცა ბექა ოდიშარიამ რამდენიმე წუთის წინ განმარტა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, მისი ხმა ვერ დაფიქსირდა, თორემ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას ხმა მისცა.
კენჭისყრაში, რაც პროკურატურისთვის მელიას დაპატიმრების თანხმობას გულისხმობს, 92 დეპუტატი მონაწილეობდა. ოდიშარიას გარდა, მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა რომან კაკულია, მარიამ ჯაში არიან.
იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა. გამოძიება მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძალადობა, მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დეპუტატების სია, რომლებმაც ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.