ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი შესაძლოა კლუბს დაუბრუნდეს. ამის შესახებ სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.
„ბუფონი მზადაა დაუბრუნდეს იუვენტუსს. ის მოლაპარაკებებს აწარმოებს კლუბთან ერთწლიან კონტრაქტზე. იუვენტუსში ის სარეზერვო მეკარე იქნება“, - წერს ჟურნალისტი Twitter-ის გვერდზე.
ჯიჯი ბუფონმა „იუვენტუსი“ 2018 წელს დატოვა და კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ გააფორმა. სეზონის დასრულების შემდეგ ფრანგებმა 41 წლის გოლკიპერს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივეს.