პარლამენტის ბიურომ გენერალური პროკურორის მიმართვა დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით განსახილველად კომიტეტებს გადასცა.
გენერალური პროკურატური მომართვას თავდაპირველად იურიდულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები განიხილავს, რომელსაც განსახილველად 5 დღიანი ვადა აქვს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, კომიტეტები საკითხის განსახილველად ხვალვე შეიკრიბება.
საბოლოოდ კი, გადაწყვეტილებას პარლამენტი პლენარულ სხოდომაზე მიიღებს.
პარლამენტის ბიუროს სხდომა ფიზიკური გაწევ-გამოწევისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.