"ნაციონალურმა მოძრაობამ", პოლიტიკურმა შავმა ჭირმა დაგეგმა ეს ძალადობრივ აქტი, გამოიყენა ადამიანები საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, რისი მიზანიც იყო, რომ რევოლუციურ აქტში გადაეზარდათ ეს ყველაფერი,- ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
სესიაშვილი სხდომაზე 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია სამარცხვინოდ მოიქცა.
"რაც იმ საღამოს მოხდა, ვგულისხმობ ძალადობრივ აქტს , მესმის რომ იყო საფუძვლიანი პროტესტი. "ნაციონალურმა მოძრაობამ", ამ პოლტიკურმა შავმა ჭირმა დაგეგმა ეს ძალადობრივ აქტი, გამოიყენა ადამიანები საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის და შეტევა განახორციელა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მინიმუმ, მათი დასუსტების, ქვეყნის დასუსტების მიზნით და რა თქმა უნდა, მიზანი იყო, რომ რევოლუციურ აქტში გადაეზარდათ ეს ყველაფერი. ეს სამარცხვინო ქცევაა",- განაცხადა სესიაშვილმა.
რაც შეეხება პოლიციელების მოქმედებას 20 ივნისის ღამეს, სესიაშვილის თქმით, მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რაც მოხდა.
"ჩვენ ვიღებთ იმაზე პასუხისმგებლობას რაც მოხდა, მაგრამ ობიექტურად უნდა შევაფასოთ როგორ განვითარდა მოვლენები. როცა ჩვენი პოლიციელები ასე მოთმინებით 2 საათის განმავლობაში იდგნენ, ეს იყო ჩვენი პოლიტიკური პოზიცია. სირცხვილი იმათ, ვინც ამ ძალადობისკენ მოუწოდებდა და მეორე, რომ დაინახეს რისკი იყო ჯანმრთელობის დაზიანების ერთი მოწოდება არ გააკეთეს, სირცხვილი მათ, ვინც გაიქცნენ, დაიმალნენ. ჩვენი საზოგადოება უნდა დავიცვათ შავი პოლტიკური ჭირისგან",- განაცხადა სესიაშვილმა.