საზოგდოება ბევრად უფრო წინ არის, ხელისუფლება კი სადღაც უკან მოჩანჩალებს, - ასე მიმართა ლაშა ბუღაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს და აღნიშნა, რომ რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, მათ ვერ დააშინებენ.
მისი თქმით, ახლა პოლიტიკური კრიზისია და ხალხში სიბრაზის მუხტი არ გაქრება, რადგან უკან დასახევი გზა არ არის.
"გრძელდება და გაგრძელდება ჩვენი დემონსტრაცია, რადგან ხელისუფლება ფიქრობს, რომ დავიღლებით. ამ დროს, ჩვენ არ დავიღლებით მეგობრებო. ჩვენ აქ ვიდგებით იქამდე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს. ჩვენ აქ ვდგავართ 30 წელზე მეტი, როდესაც თქვენი მშობლები იდგნენ აქ და იცავდნენ დამოუკიდებლობას. აქ თქვენი და ჩვენი მშობლები ბრეჟნევის და ტოტალიტალური სახელმწიფოსგან იცავდნენ ჩვენს ენას. მაშინ დავიცავით ჩვენი ენა და იდენტობა და ახლა მითუმეტეს დავიცავთ. აქ თავისუფალი ადამიანები დგანან და არ არსებობს ეროვნული თავისუფლება პიროვნული თავისუფლების გარეშე. ეს არის თავისუფალი ადამიანების ამბოხი და სურვილი, რომ იცხოვრონ ევროპულ, განვითარებულ და პროგრესულ საქართველოში",-განაცხადა ბუღაძემ.
ლაშა ბუღაზძის თქმით, ხელისუფლება არც თავის შეცდომას ითვალისწინებს და არც წინამორბედის.
"თავის ტლაპოში და ნეხვში ეფლობიან, როცა მცირედის დათმობაც არ უნდათ და მერე ყველაფერს თმობენ",-აღნიშნა მან.
ლაშა ბუღაძემ წინა ხელისუფლების დროს დაშვებებული შეცდომებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებაც "კბილებით ეპოტინებოდა" და ახლანდელი ხელისუფლებაც "არის გადაფარებული ფსევდომინისტრს, რომლის პასუხისმგებლობაც ახალგაზრდების დაბრმავებაა".