პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის სხდომაზე, სავარაუდოდ, 27 ივნისს წარდგება.
მამუკა ბახტაძის პარლამენტში მისვლის საბოლოო თარიღს ბიურო უახლოეს სხდომაზე დაადგენს, თუმცა "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შეთანხმება სწორედ აღნიშნულ თარიღზე მიმდინარეობს.
მთავრობის მეთაური ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე პირველად გამოვა.
ანგარიში წერილობითი ფორმით პარლამენტს უკვე წარედგინა.