Christie's-ის აუქციონზე მსოფლიოში ცნობილი ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის სამი წერილი გამოიტანეს. წერილების საწყისი ფასი $50 ათასია.აუქციონის წარმომადგენლების პროგნოზით, წერილები სულ მცირე $200 ათასად გაიყიდება.
წერილები ალბერტ აინშტაინმა ფიზიკ-თეორეტიკოსს პოლ ეპშტეინს 1945 წელს მისწერა. სადაც ფიზიკოსი კოლეგას კვანტურ თეორიასთან დაკავშირებით, საკუთარ ეჭვებს უზიარებს.
ალბერტ აინშტაინის „წერილი ღმერთზე, რომელიც მეცნიერმა გარდაცვალებამდე 1 წლით ადრე დაწერა, 2018 წლის დეკემბერში Christie's-ს აუქციონზე 2,892,500 დოლარად გაიყიდა. მისი საწყისი ფასი $1,5 მილიონი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააუქციონო სახლი ავრცელებდა.