არგენტინაში 20 წლამდელ რაგბისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩები გაიმართა. ბორჯღალესონთა მეტოქე მათი მოცილე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში შოტლანდიელები იყვნენ.
შეხვედრის პირველი ნახევარი შოტლანდიელებმა 7:0 მოიგეს. მეორე ნახევრის დასწყისში თედო აბჟანდაძემ ჯარიმიდან სხვაობა შეამცირა – 3:7. მაგრამ მალე შოტლანდიელებმა ლელო დადეს და კიდევ უფრო მეტად დაწინაურდნენ – 12:3
ბორჯღალოსნები არ დანებდნენ და თედო აბჟანდაძემ ლელოს გარდასახვა მიაყოლა – 10:12
შეხვედრის 73-ე წუთზე ნიორაძემ ლელო დადო და აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა – 17:12