„შიმშილი იქნება – ვიშიმშილებ, აქცია იქნება – დავიძინო სადღაც მთავრობის სასახლესთან, მის შუშის სასახლესთან, რომ კარგად ჩამოემხოს ის ინსტიტუცია თავზე“, - ეს განცხადება „კანონი და სამართალი“-ს დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა.
„საქართველოს დამოუკიდებლობა გაგვიხდა ხელმეორედ 21-ე საუკუნეში დასაცავი. აბა, ახლა ჩვენ ვიცით, როგორ დავიცავთ, უნდა დავიწყოთ ახლა აქციები. რაც არსებობს ფორმა დემოკრატიული, მთელი ჩვენი გუნდით. შიმშილი იქნება – ვიშიმშილებ, აქცია იქნება – დავიძინო სადღაც მთავრობის სასახლესთან, მის შუშის სასახლესთან, რომ კარგად ჩამოემხოს ის ინსტიტუცია თავზე, მზად ვარ, რომ იქ ვიყო და ვიშიმშილო და გამოვიდე. საქართველოს გადაბარება მიდის რუსეთზე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ipress.ge