პარტიის "კანონი და სამართალი" დამფუძნებელი და ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:
"ჩემმა მეგობრებმა გაიგეს, ხოლო ვინც ვერ გაიგო, რას ნიშნავს "დე პუტანკები", ავუხსნი: არსებობს პროსტიტუცია (უძველესი "პროფესია") სხეულით ვაჭრობა ჰქვია, რომელიც ამ შემთხვევაში მე პირადად ნაკლებად მაინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება, (ეს მოგეხსენებათ ამ ხელისუფლების სტილია, რაც მოსულები არიან სხვის პირად ცხოვრებას ასაჯაროვებენ), აი მეორე კი, რასაც ჰქვია ჩემი ქვეყნის ბედ-იღბლით ვაჭრობა, აი ეგ კი მაინტერესებს და განმარტებასაც აქვე მოგართმევთ - პოლიტიკური პროსტიტუცია ჰქვია ბატონო ანუ მე, რომ დე-პუტანკებს ვეძახი. ჰოდა, ნუ ეწყინებათ მათ ანუ პოლიტიკურ დე-პუტანკებს თუ თავს ამოიცნობენ. თუ საკუთარი ქვეყნით არ გივაჭრიათ, რატომ შეშფოთდით?! რა ხდება?! რამ აგაფორიაქათ?! სხეულით ვაჭრობა ადამიანის პირადი საქმეა მხოლოდ, არ გვაინტერესებს და ვერ ჩავერევით, ხოლო ქვეყნის კეთილდღეობით ვაჭრობა კი ჩვენი - ამ ქვეყნის მოქალაქეების საქმეა, რის უფლებასაც არ მოგცემთ! კარგად დაიმახსოვრეთ!"- წერს თაკო ჩარკვიანი