ლილოში ე.წ ჩინელების დასახლებაში ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ცეცხლი ე.წ ჩინელების ბაზარში გაჩნდა.
ამ დროისთვის ადგილზე 14 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული არ არის.