ბორჯომში ორ მეცხრეკლასელ გოგოს ეძებენ. მოსწავლეები, დილით, სახლიდან გავიდნენ და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი უცნობია. ინფორმაციას borjomi.tv ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომში, ფიროსმანის ქუჩაზე მიტოვებულ შენობაში მათი მობილური ტელეფონები და მაისური იპოვეს.
გოგონები დღეს სკოლაში არ მისულან.
ადგილზე სკოლის დირექტორი, მშობლები, ახლობლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.