სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ ახალ კანონს, უნდა იყოს თუ არა დასჯადი მამაკაცის მიერ ქუჩაში ქალისთვის სასქესო ორგანოს ჩვენება.
ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც "გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, ბიბლიური თავისუფლების დამაარსებელმა ლევან ჯგერენაიამ თავის ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა :
"ქუჩაში უცხოსთვის ყ@@-ის ჩვენება არის უზრდელობა და არა - ძალადობა”, -წერს ჯგერენაია.
ჯგერენაიას აზრმა საზოგადოება დაყო და სოციალური ქსელში ფალოსებზე პოსტები არ წყდება.
"ტაბულას რედაქტორის, თამარა ჩერგოლეიშვილის თქმით, მამაკაცის სასქესო ორგანო ცხვირი არაა და მისი საზოგადოებაში გამოჩენა დასჯადი უნდა იყოს.
"გირჩებო, პენისი ცხვირი არაა. არც პენისის ჩვენებაა ცხვირში თითის გარჭობა. არც დოგმატური აზროვნებაა თავისუფლება. P.S. ჰოი, საოცრებავ!“ -წერს ჩორგოლეიშვილი.
ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა კი მთელ ამ ამბავში ის აღმოაჩინა და დაასკვნა, რომ "ქართველი კაცების მინიმუმ ნახევარი ყ@@ამოგდებულები დადიან.
"ერთ-ერთი გირჩელის პოსტზე დიდი ამბავია ატეხილი, უნდა ისჯებოდეს, თუ არა კანონით მამაკაცი ქუჩაში ქალს ასოს თუ აჩვენებს. თავად საკითხზე მსჯელობას ამ პოსტში არ ვაპირებ. სამსჯელოც ბევრი არაფერი მგონია, სხვა რამეზე მინდა ვთქვა: ძალიან ბევრი გოგოს კომენტარია იმ პოსტის ქვეშ და თითქმის ყველა წერს, რომ მასაც ქონია შემთხვევა, როდესაც ქუჩაში კაცმა გენიტალიები აჩვენა. მე კიდევ ეს ამბავი იშვიათი მოვლენა მეგონა, ხოლო იმ კომენტარების მიხედვით გამოდის, ქართველი კაცების მინიმუმ ნახევარი ყ@@ ამოგდებული დადის“ , - წერს მერაბ მეტრეველი.
შეგახსენებთ, 3 მაისს, ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად იქნა მიჩნეული. სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.