მერაბ ნინიძე Homeland-ის ფინალურ სეზონში ითამაშებს
მერაბ ნინიძე Homeland-ის ფინალურ სეზონში ითამაშებს – ამის შესახებ ინფორმაცია გადაცემაში “იმედის დილა” გაჟღერდა. Homeland ამერიკული სერიალია, რომელიც 2011 წლიდან გადის ტელეარხზე SHOWTIME.
ქართველი მსახიობი ამჟამად, ასევე, მუშაობს დომინიკ კუკის ახალ ფილმზე Ironbark , სადაც ის სერიალ შერლოკის ვარსკვლავ ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად თამაშობს. ფილმში ნინიძე ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. Ironbark ეკრანზე 2019 წელს გამოვა.