31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, თბილიში, ექსპოჯორჯიაში, წიგნის მე-20 საერთაშორისო ფესტივალი იმართება, რომლის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
ფესტივალზე, სადაც სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული ნაწარმობია წარმოდგენილი, ერთ-ერთი კუთხე რუსულ ლიტერატურას ეთმობა.
"რუსეთი არ არის პუტინი, რუსეთი ვართ ჩვენ, შემობრძანდით" - ასეთი შინაარსის წარწერით ხვდებიან რუსული კუთხის მასპინძლები დამთვალიერებელს.
ნიუპოსტი.