ივნისში პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა.
ეს ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურაა, როცა პრემიერი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში (ივნისი) პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე მოხსენება წარუდგინოს. ამასთან, აღნიშნული მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს 1 ივნისამდე წარედგინება.
პრემიერ-მინისტრის მოხსენებით წარდგომის ზუსტ დროს პარლამენტის ბიურო, პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს.