რუსეთში ცნობილი პოპ-მომღერალი ოლგა ბუზოვა ამბობს, რომ მოდის სახლის, Bალენციაგა-ს და Vეტემენტს-ის დირექტორმა დემნა გვასალიამ ითხოვა, რომ რუსმა მომღერალმა ხშირად არ ჩაიცვას მისი ქურთუკი და არ დაწეროს ყველაგან, რომ ამ ფირმის შეკერილი სამოსი აცვია.
პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა თავის საავტორო გადაცემაში თქვა, რომ ერთ-ერთმა ცნობილმა დიზაინერმა მას სთხოვა, რომ ბუზოვასთვის ეთქვა "ნუ აცვია ყველგან ჩვენი ქურთუკი და ნუ წერს ამის შესახებ". მომღერალი ამბობს, რომ ეს დიზაინერი დემნა გვასალია იყო.
ოლგა ბუზოვა წერს, რომ მსგავს რამეს არ მოელოდა და გვასალიას ქართული წარმოშობა შეახსენა. "ქართველი კაცები ჩემთვის ყოველთვის ვაჟკაცობისა და ღირსების ასოციაციას იწვევდნენ. ღირსეულია თუ არა კაცის მხრიდან ასეთი საქციელი?!", - წერს ბუზოვა.