მართლა არ ვიცი, ვინ გირჩიათ და რატომ, რომ წულუკიანის და ღარიბაშვილის ტონის ნაზავი თქვენთვის იყო შესაფერისი, ან პარლამენტისთვის, ან ქვეყნისთვის და პოლიტიკური კულტურისთვის არის კარგი, - ასე მიმართა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, საზოგადოების და პარლამენტის მიმართ უპატივცემულობაა, როცა პრემიერ-მინისტრი სადღეგრძელოებს იძახის და ელის ტაშს, კითხვებზე პასუხი კი არ აქვს.
"მართლა არ ვიცი, ვინ გირჩიათ და რატომ, რომ წულუკიანის და ღარიბაშვილის ტონის ნაზავი თქვენთვის იყო შესაფერისი, ან პარლამენტისთვის, ან ქვეყნისთვის და პოლიტიკური კულტურისთვის არის კარგი. თან ერთდროულად პოლიტიკურ ძველბიჭობას და ნიშნის მოგებით საუბარს აქვს ადგილი. პირდაპირ გვიყურებთ და გვეუბნებით, არ გაგცემთ პასუხს კითხვაზე, რომელიც თვეების წინ მიიღეთ.
ეს არის მთელი საზოგადოების და პარლამენტის მიმართ უპატივცემულობა, როცა პრემიერ-მინისტრი მოდის, სადღეგრძელოებს იძახის და ელის ტაშს, თან გაუგებარ ადგილებში აბსოლუტურად და კითხევბზე არანაირი პასუხი არ აქვს", - განაცხადა ბოკერიამ.