სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიანებით თწიტტერ-ზე დაწერა, თავის კოლეგა ქართველი ხალხის მილოცვა გადასცა.
"ქართველი ხალხის სახელით უკრაინის ახალ პრეზიდენტს დღეს გულწრფელი მილოცვები გადავეცი. საქართველოსა და უკრაინას, ორივეს უწევთ ოკუპირებული ტერიტორიების ტრაგედიის დაძლევა, ამავე დროს, ისინი საერთო ევროპულ ბედს იზიარებენ", – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალურად დღეს გახდა. მის ინაუგურაციას საქართველოს პრეზიდენტის გარდა, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის პირველი პირები დაესწრნენ.