ამერიკის შეერთებული შტატებიდან თბილისში ცნობილი მსახიობი, მოდელი და მომღერალი ჩაგათაი ულუსოი ჩამოდის. ინფორმაციას "ბერი ანდრიას სახელობის ფონდი" ავრცელებს.
10 მაისს, 13:00 საათზე, მსახიობი "ნიუ ჰოსპიტალს" ესტუმრება, სადაც ბავშვებს მოინახულებს. 11 მაისს, 16:00 საათზე, ჩაგათაი ულუსოი "ბერი ანდრიას სახელობის ფონდის" ბენეფიციარებს შეხვდება.
ასევე მსახიობის ვიზიტთან დაკავშირებით საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება. თანხა სრულად მოხმარდება ბავშვების რეაბილიტაციას.