დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში რომ განხეთქილებაა ამაზე მსოფლიო მედიაში დიდი ხანია რაც წერენ. ამჯერად, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი Instagram-ზე უილიამისა და ქეითის გამომწერები აღარ არიან. ინფორმაციას ტაბლოიდები ავრცელებენ.
თუმცა, კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია მეგანისა და ჰარის გამომწერები ჯერ კიდევ არიან.
მანამდე ქეით მიდლტონსა და მეგან მარკლს შორის უთანხმოების გამო, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უინძორში მდებარე ახალ რეზიდენციაში გადავიდნენ საცხოვრებლად.