თბილისის რამდენიმე უბანში ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია, შედეგად გამორთულია შუქნიშნებიც.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე ყველა იმ ადგილას, სადაც შუქნიშანი გამორთული იყო პოლიციის ეკიპაჟია მობილიზებული და მოძრაობას არეგულირებს.
"ყველა საკვანძო ადგილას დგას მარეგულირებელი და არეგულირებენ მოძრაობას ყველა საკვანძო ადგილას, სადაც არ არის ელექტროენერგია. დიდუბეშიც და წერეთელზეც ახლა დამირეკეს 3 წუთის წინ და მითხრეს რომ წერეთელზეც და ყველა საკვანძო ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დგანან და არეგულირებენ მოძრაობას",-განაცხადეს შსს-ში.