სოციალურ ქსელ Facebook-ზე გარდაცვლილი ადამიანების პროფილების რიცხვი უახლოეს 50 წელიწადში ცოცხალი მომხმარებლების რიცხვს გადააჭარბებს. ამის შესახებ ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს.
კვლევის თანახმად, 2100 წლამდე Facebook-ის 1,4 მილიარდი მომხმარებელი მოკვდება, ასეთ შემთხვევაში კი გარდაცვლილი ადამიანების პროფილების რიცხვი ცოცხალი ადამიანების პროფილების რიცხვს 2070 წელს გადააჭარბებს.
მკვლევარებმა ორი ექსტრემალური სცენარი განიხილეს. ერთის მიხედვით, Fაცებოოკ-ს ახალი პროფილები საერთოდ არ ემატება, მეორეში კი ახალი პროფილების რიცხვი ყოველწლიურად 13%-ით მატულობს. თუმცა, მეცნიერების აზრით, რეალობაში ამ ორ პროგნოზს შორის საშუალო მაჩვენებელს მივიღებთ.
თუ Facebook-ის ზრდა არსებული ტემპით გაგრძელდება, გარდაცვლილი ადამიანების პროფილების რიცხვი 21-ე საუკუნის ბოლოში 4,9 მილიარდს მიაღწევს.
ვრცელი სტატია იმის შესახებ თუ როგორ ზრუნავენ სოცქსელები გარდაცვლილების ექაუნთებზე, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.