"ბელგიური" გენტის 19 წლის ქართველი ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.
აღნიშნული ინფორმაცია ადჯარასპორტ.ცომ–მა მიიღო. როგორც შევიტყვეთ, ფეხბურთელს მარჯვენა მუხლზე ოპერაცია დასჭირდება, რომელსაც უახლოეს პერიოდში გაიკეთებს.
ჩვენთვის ცნობილია, რომ გიორგი ჩაკვეტაძის მკურნალობის და რეაბილიტაციის პროცესს 3–4 თვე დასჭირდება, რაც გამორიცხავს იმას, რომ 19 წლის ფეხბურთელი ივნისში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გიბრალტართან და დანიასთან დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ მუხლი 2018 წლის 18 დეკემბერს ბელგიის თასზე თანაგუნდელთან შეჯახებისას იტკინა, თუმცა მას შემდეგ მოედანს ორჯერ დაუბრუნდა და კვლავ ლაზარეთში მოხვდა.
გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 36 შეხვედრა, 10 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.