1 მაისს, პირველად ლაგოდეხში, გაიმართება პასკის ფესტივალი.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი სააღდგომო სამზარეულო და პასკები.
მოსულ სტუმრებს შეეძლებათ როგრც პასკის, ასევე ღვინისა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნება.
გაიმართება კონკურსი ყველაზე გემრიელი და ყველაზე ორიგინალური პასკის გამოსავლენად.
13:00 საათი - ფესტივალის გახსნა, წარმოდგენილი პასკების დათვალიერება-დაგემოვნება.
ადგილობრივი მოსახლაობის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
13:30 საათი - საბავშვო-გასართობი პროგრამა ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების მონაწილეობით.
14:00 საათი - კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.
15:00 საათი - გამოვლინდება და დაჯილდოვდება პასკის კონკურსის გამარჯვებული ნომინაციებში - ყველაზე გემრიელი და ყველაზე ორიგინალური პასკა.
გელოდებით ყველას!