გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "ტვ პირველი"-ს ეთერში გამოეხმაურა შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობაზე.
"200 მლ MDMA ერთი დოზაც კი არ არის. ყოველ შემთხვევაში მე მაგაზე მეტი დოზები მიმიღია, როცა კი მიმიღია. ეს ყველაფერი არის სასაცილო. ახლა ცდილობენ რამენაირი ახსნა უპოვონ მათ არაორდინალურ ქცევას, რომელიც დაგვირგვინდა იმით, რომ ეს ადამიანი ორ დღეში გარეთ გამოუშვეს. ჩვენ ამ პიროვნების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამაზე ნაკლები რაოდენობის გამო იხდის სასჯელს, სასწრაფოდ გამოსაშვებია", - განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს მანქანაში აღმოუჩინეს ნარკოტიკული ნივთიიერებები.ექსპერიზით დადგინდა, რომ ეს იყო კოკაინი – 0.5659გ და ექსტაზი (MDMA)- 0,1921გ. უწყების ცნობით "განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა. გამოსაკვლევად დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა, რომლის ექსპერტიზის პასუხს ველოდებით